ხელვაჩაურში ხანძარი ლოკალიზებულია

ხელვაჩაურში, საღებავების საწყობში გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ამის შესახებ „კვირას“აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა თურმანიძემ განუცხადა. მისივე თქმით, დარჩენილია ხანძრის რამდენიმე კერა. შემთხვევის ადგილზე 8 სახანძრო ბრიგადა რჩება.
შეგახსენებთ, რომ ხელვაჩაურის რაიონში სამშენებლო მასალების საწყობს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები