უშიშროების საბჭოს სხდომაზე მაია ფანჯიკიძე მოხსენებით გამოვა

უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის გასაფორმებელ დოკუმენტთან დაკავშირებით მოხსენებას წავიკითხავ – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, როგორც ცნობილია, აღნიშნულ ხელშეკრულებას ხელი, სავარაუდოდ, ნოემბერში უნდა მოეწეროს.
“მე მოკლე მოხსენებას გავაკეთებ, თუ რა გაკეთდა საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციისთვის, რომ შესაბამისი რეაგირება იყოს იმ ხელშეკრულებაზე, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ შესთავაზა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას”, – განაცხადა ფანჯიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები