რიმა ბერაძემ სოციალურად დაუცველ ქალბატონს ნათლისღების მოახლოებული დღესასწაული მიულოცა
ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ, რიმა ბერაძემ სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, მარტოხელა ქალბატონი ირინა ბერაია მოინახულა, მას ნათლისღების მოახლოებული დღესასწაული მიულოცა და საჩუქრად სარეცხი მანქანა გადასცა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია იმის შეგრძნება, რომ სოციალურად დაუცველი, მარტოხელა ადამიანები მარტონი არ არიან. ჩვენი მოვალეობა თქვენს გვერდით დგომა და იმ პრობლემების შემსუბუქებაა, რაც გაწუხებთ. სიკეთე გადამდებია და მჯერა, ერთმანეთზე ზრუნვით ბევრად უკეთეს გარემოს შევქმნით”, – აღნიშნა რიმა ბერაძემ.