ტრამპის თქმით, თუ მინესოტაში არეულობა არ შეწყდება, იგი პროცესში შეიარაღებულ ძალებს ჩართავს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მორიგი განცხადება გააკეთა მინესოტას შტატში შექმნილ ვითარებაზე. მან დაიმუქრა, რომ შესაძლოა აამოქმედოს მე-19 საუკუნის „აჯანყების ჩახშობის შესახებ კანონი”, თუ შტატი არ შეწყვეტს აშშ-ის იმიგრაციისა და საბაჟო სამსახურების (ICE) თანამშრომლებზე თავდასხმებს.

ტრამპის განცხადებით, თუ მინესოტაში არეული ვითარება გაგრძელდება და ადგილობრივი ხელისუფლება ვერ შეძლებს სიტუაციის კონტროლს, ფედერალური სამხედრო ძალებს გამოიყენებს. 1807 წლის კანონით, სახელმწიფოს მეთაურს ეძლევა უფლება, გამოიყენოს შეიარაღებული ძალები ქვეყნის შიგნით.

„თუ მინესოტას კორუმპირებული პოლიტიკოსები კანონს არ აღასრულებენ და არ შეაჩერებენ პროფესიონალ აგიტატორებსა და არეულობის მონაწილეებს, რომლებიც თავს ესხმიან ICE პატრიოტებს, რომლებიც უბრალოდ ცდილობენ თავიანთი საქმის კეთებას, მე მივიღებ „აჯანყების ჩახშობის შესახებ კანონს“, როგორც ეს ჩემამდე ბევრმა პრეზიდენტმა გააკეთა და სწრაფად დავასრულებ ამ ფარსს”, – დაწერა მან Truth Social-ზე.

ტრამპის განცხადება მოჰყვა დაძაბულობის ზრდას იმიგრაციის წინააღმდეგ მიმართული ოპერაციების დროს და სოციალური დაპირისპირებების გამწვავებას. ადგილობრივი ხელისუფლება მხარეებს სიფრთხილისა და წესრიგის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები