ხელვაჩაურში სამშენებლო მასალების საწყობი იწვის

ხელვაჩაურში სამშენებლო მასალების და მაღაზიის საწყობი იწვის – ამის შესახებ „კვირას“ აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა თურმანიძემ განუცხადა. მისი თქმით, შემთხვევის ადგილზე ოთხი სახანძროს ეკიპაჟია მობილიზებული და ისინი ამ დრომდე ხანძარს უმკლავდებიან.
„ხელვაჩაურში სამშენებლო მასალების და მაღაზიის საწყობი იწვის, ამ წუთებში სახანძროს ეკიპაჟი ცეცხლს აქრობს, ხანძარი მასშტაბურია. ჩვენთან შეტყობინება საათნახევრის წინ შემოვიდა. მასალები, რაც საწყობში იყო, ნაწილობრივ განადგურდა. თუ რა სახის მასაა დამწვარი, ამას მოგვიანებით დავადგენთ. შემთხვევის ადგილას ოთხი სახანძროს ეკიპაჟია მობილიზებული“, – განაცხადა მამუკა თურმანიძემ.
ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები