მაია ბითაძე – “ნაციონალურ მოძრაობაზე”: ეს არის პარტია, რომელმაც თვითგანადგურების რეკორდი დაამყარა
“ეს არის პარტია, რომელმაც თვითგანადგურების რეკორდი დაამყარა,”- ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ, პარტია “ნაციონალურ მოძრაობაზე” საუბრისას განაცხადა.
“პოლიტიკური პარტია, რომლის სამართლებრივი გაუქმება “ქართულ ოცნებას” სასამართლოს გზით აქვს მოთხოვნილი, ხოლო მეორე კუთხით, ეს არის პარტია, რომელმაც თვითგანადგურების რეკორდი დაამყარა, შესაბამისად, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება თავმჯდომარე. ერთი ფაქტია, რომ ეს პოლიტიკური გაერთიანება, მავნებლური პოლიტიკური გაერთიანება როგორც მმართველობის, ასევე ოპოზიციაში ყოფნის დროს, დაკავებული იყო ერთადერთი რამით, რომ საკუთარი სამშობლო და სახელმწიფო დაეზიანებინათ”, – აცხადებს მაია ბითაძე.