ლევან ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატი: ობიექტურობისთვის, უნდა ითქვას, რომ ბოლო პერიოდში, ნამდვილად ჩატარდა ბევრი ეფექტური და მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები

“ობიექტურობისთვის, უნდა ითქვას, რომ ბოლო პერიოდში, ნამდვილად ჩატარდა ბევრი ეფექტური და მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები”,- ამის შესახებ ლევან ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა.

კაკაბაძის თქმით, საქმეში არსებობს მასალები, რომელიც მოკლულ ლევან ჯანგველაძისა და ოთარ ფარცხალაძის დაპირისპირებაზე მიუთითებდა.

“აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება მიზნად ისახავდა ჭეშმარიტების დადგენას. საქმეში არაერთი მტკიცებულებები მიუთითებდა მის კონფლიქტთან და გაუგებრობებთან დაკავშირებით, რომელიც ამ ადამიანს ნამდვილად გააჩნდა მოკლულ ლევან ჯანგველაძესთან. არაერთი მტკიცებულებით დასტურდება, რომ ლევან ჯანგველაძეს და ამ ადამიანს ჰქონდა საერთო ბიზნეს ინტერესები, მათი გზები ცუდად გადაიკვეთა და მათ ჰქონდათ სერიოზული დაპირისპირება, ბოლო პერიოდის განმავლობაში”, – განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

ცნობისთვის, შსს-ის ინფორმაციით, ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი წარედგინება.

აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე ისაუბრა და განმარტა, რომ ჯანგველაძის მკვლელობის საქმე სრულად გახსნილია.

მისი თქმით, ფარცხალაძეს პროკურატურის შესაბამისი დადგენილების მიხედვით, ბრალად ედება ის, რომ „|ჩაიდინა ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზება“ და მისი მიმართ ძებნა გამოცხადდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები