აშშ-ის ძალებმა ზღვაში ნარკოტრაფიკის წინააღმდეგ ახალი დარტყმა განახორციელეს

აშშ-ის სამხედრო ძალებმა განაცხადეს, რომ მათ კიდევ ერთი დარტყმა განახორციელეს წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში, ნარკოტიკების კონტრაბანდაში ბრალდებულ გემზე, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა.

ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებული მონაცემების თანახმად, სექტემბრის დასაწყისიდან ნავებზე დარტყმების საერთო რაოდენობა 30-მდე გაიზარდა, ხოლო დაღუპულთა რაოდენობამ, სულ მცირე, 107-ს მიაღწია.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავდასხმები შეერთებულ შტატებში ნარკოტიკების შემოდინების შესაჩერებლად აუცილებელ ესკალაციად შეაფასა და განაცხადა, რომ აშშ ნარკოკარტელებთან „შეიარაღებულ კონფლიქტშია“ ჩართული.

“ბიბისის” ცნობით, დარტყმებთან ერთად, ტრამპის ადმინისტრაციამ რეგიონში სამხედრო ძალები გაზარდა, როგორც ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროზე ზეწოლის ესკალაციის კამპანიის ნაწილი, რომელსაც შეერთებულ შტატებში ნარკოტერორიზმში ადანაშაულებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები