თბილისის საქალაქო სასამართლოში ოთარ ფარცხალაძის საქმე განიხილება
ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლო ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საქმეს განხილავს.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.
შეგახსენებთ, ოთარფარცხალაძეს ბრალი ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე წარუდგინეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გარდა ამისა, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებულია გელა უძილაური, რომელსაც უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.