“საქართველოში იქნება ადეკვატური ფასები, რათა მოსახლეობას ჰქონდეს ადგილზე წარმოების შესაძლებლობა, ასევე, ადეკვატურ ფასში ჰქონდეს პროდუქტების შეძენის შესაძლებლობა” – მარიამ ლაშხი
“სახელმწიფოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს მოსახლეობის კეთილდღეობა. ამ კეთილდღეობის მთავარი პრინციპი არის ის, რომ სასურსათო ფასები იყოს ადეკვატური”, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა განაცხადა.
ის სურსათზე ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით პრემიერის ინიციატივას გამოეხმაურა.
“სახელმწიფოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს მოსახლეობის კეთილდღეობა. ამ კეთილდღეობის მთავარი პრინციპი არის ის, რომ სასურსათო ფასები იყოს ადეკვატური. სწორედ ამ მიზნით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის გადახედვა მოხდება. ასევე, მოვუწოდებ პარლამენტს, რომ შეიქმნას კომისია, რომელიც იმუშავებს იმ ძირითად საკითხებზე, რაც დაკავშირებულია მიზნობრივ, თუ არასასურველ ფასნამატის წარმოებაზე.
იქნება ადეკვატური ფასები საქართველოში, იმისათვის, რომ მოსახლეობას, პირველ რიგში, ჰქონდეს ადგილზე წარმოების შესაძლებლობა, ასევე ადეკვატურ ფასში ჰქონდეს პროდუქტების შეძენის შესაძლებლობა”, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.