“ოთარ ფარცხალაძე გარკვეული პერიოდის განმავლობაში საკმაოდ მაღალ თანამდებობებს იკავებდა და შემდეგ აღარ იკავებდა – უნდა დავასკვნათ, რომ დადგა პერიოდი, როდესაც ხელისუფლებამ მიიჩნია, რომ ფარცხალაძეს აღარ უნდა ემუშავა იმ ადგილას, სადაც მუშაობდა” – ვოლსკი

“ოთარ ფარცხალაძე გარკვეული პერიოდის განმავლობაში საკმაოდ მაღალ თანამდებობებს იკავებდა და შემდეგ აღარ იკავებდა – აქედან გამომდინარე ხომ უნდა დავასკვნათ, რომ დადგა პერიოდი, როდესაც ხელისუფლებამ მიიჩნია, რომ ფარცხალაძეს აღარ უნდა ემუშავა იმ ადგილას, სადაც მუშაობდა”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

კერძოდ, ვოლსკიმ შეაფასა ფაქტი, რომ ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი წარედგინება.

„ოთარ ფარცხალაძე გარკვეული პერიოდის განმავლობაში საკმაოდ მაღალ თანამდებობებს იკავებდა და შემდეგ აღარ იკავებდა. აქედან გამომდინარე ხომ უნდა დავასკვნათ, რომ დადგა პერიოდი, როდესაც ხელისუფლებამ მიიჩნია, რომ ფარცხალაძეს აღარ უნდა ემუშავა იმ ადგილას, სადაც მუშაობდა. არაფერ შუაში არიან ოპოზიციის წარმომადგენლები თუ ჩვენი კრიტიკოსები. საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარეობს პროცესები და ამის პარალელური სამყარო შეიქმნეს ჩვენმა ოპონენტებმა – თვითონ აკეთებენ დასკვნებს, თვითონ ხსნიან, ნიშნავენ და ა.შ. თუ რაღაც პოზიციასთან დაკავშირებით დაემთხვა მოსაზრებები და პროცესები მათ ნათქვამს, მიაჩნიათ, რომ ყველაფერი მათი ნათქვამიდან გამომდინარეობს და ასე არ არის. მსოფლიოში, რეგიონსა და სახელმწიფოში სხვა რეალობაა. დანაშაულში მხილებულია და რასაკვირველია, ეს ჩვენს ოპონენტებს არ აწყობთ, რადგან მათ უნდა ისაუბრონ, რომ ხელისუფლება ხელს აფარებდა, იგი ხიდია პუტინსა და ბიძინა ივანიშვილს შორის და ა.შ. მათი არგუმენტები ერთი შეხედვით ნულდება.

აღმოჩნდა, რომ [ფარცხალაძე] დამნაშავეა, ყოველ შემთხვევაში ფაქტები არსებობს და შესაბამისი ზომებიც გატარდება“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი წარედგინება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები