„მნიშვნელოვანია, რომ პრემიერმა ეს ინიციატივა წამოაყენა; ვგულისხმობ, ზოგადად, ფასებთან დაკავშირებით მსჯელობას და გადაწყვეტის გზის ძიებას, რამაც უკვე მოიტანა შედეგი იმ მხრივ, რომ დისკუსია გაიხსნა” – პაპუაშვილი
„უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, რომ პრემიერ-მინისტრმა ეს ინიციატივა წამოაყენა. ვგულისხმობ, ზოგადად, ფასებთან დაკავშირებით მსჯელობას და გადაწყვეტის გზის ძიებას, რამაც უკვე მოიტანა შედეგი იმ მხრივ, რომ დისკუსია გაიხსნა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა განმარტა, მოქმედი დღგ-ს განაკვეთი არ შეცვლილა.
“თავდაპირველად, ჩვენ ვნახეთ მცდელობები რადიკალების მხრიდან, რომ მაღალი ფასების მხარეს დამდგარიყვნენ, ნაცვლად იმისა, რომ ამჯერად მაინც ჩვენი საზოგადოების ინტერესები დაეყენებინათ წინა პლანზე. და ვნახეთ მსჯელობის გარკვეული ეტაპი, როდესაც, პრინციპში, ყველა თანხმდება, რომ რაც შეხება სასურსათო პროდუქტებს, ფასები არის შეუსაბამოდ მაღალი, თუ შევადარებთ მას იმ ქვეყნებს, საიდანაც ხდება იმპორტი. მეორე – მცდელობები, რომ მოეფიქრებინათ რაღაც სხვა ახსნები, დღგ და ასეთი საკითხები, რეგულაციები, ჩავარდა, თავად რადიკალების მხრიდანვე უარყოფილ იქნა, რომ, რა თქმა უნდა, ტყუილია. არანაირი კავშირი ამ მხრივ დღგ-ს მაღალ ფასებთან არ აქვს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.