“რომეო საჯაიას ახალაიები ფეხებზე ჰკიდია, მან იცის, რომ თუ ისინი ჩაიძირებიან, თავადაც ჩაჰყვება”

ადვოკატ რომეო საჯაიას ბაჩო ახალაიაც, დათაც და როლანდიც ფეხებზე ჰკიდია, – ამის შესახებ გაზეთი „კვირის ქრონიკა“ დღევანდელ ნომერში სტატიას აქვეყნებს.
სტატიის მიხედვით, მთავარ პროკურატურაში ახალაიების მიმართ საჩივრები არ წყდება. ამავე სტატიის თანახმად, რომეო საჯაია დაკვეთებს ახალაიებისგან ღებულობდა.
„თარხან გასვიანი სასამართლოში უჩივის საჯაიას. არადა, რომეო საჯაიას ბაჩო ახალაიაც ფეხებზე ჰკიდია, დათაც და როლანდიც. მას სხვა სატკივარი აწუხებს. როლანდ ახალაიას ბრალი აქვს წაყენებული და ამ საქმეში რომეო საჯაიაც ფიგურირებს. საჯაიამ იცის, თუ ახალაიები საბოლოოდ ჩაიძირებიან, მასაც თან გადაიყოლებენ, ისიც ჭაობში აღმოჩნდება და ისეთში, მერე ვეღარავინ რომ ვერ ამოათრევს. როლანდ ახალაიას ის ერთი ბრალი რა სახსენებელია, სადაც საჯაიასაც შავად აქვს საქმე? როლანდ ახალაიას არაერთი ადამიანი ადებს ხელს და მას მრავალ დანაშაულში ამხელს, პროკურატურა სავსეა მომჩივანთა განცხადებებით და მის დასჯას ითხოვენ. თითქმის ყველა საქმეში რომეო საჯაია ფიგურირებს. ამ ხალხის მტკიცებით, საჯაია როლანდ ახალაიას დაკვეთით სჩადიოდა მრავალ დანაშაულს. ეს საქმეები მალე მიაღწევს სასამართლომდე და რომეო საჯაიას ბაჩო ახალაიაზე უკეთესი დღე არ მოელის. აი, ამიტომაც ეფოფრება ახალაიებს საჯაია, როლანდ ახალაია თუ გადარჩა და არ დაიჭირეს, შესაძლოა, თავადაც გადარჩეს და ეს ადარდებს, მეტი არაფერი“, – წერს გამოცემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები