ბოკერიას მარგველაშვილი მფარველობს – მოლაშვილის სკანდალური განცხადება

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებით, უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივანს გიგა ბოკერიას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მფარველობს – ამის შესახებ სულხან მოლაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს.
„გიორგი მარგველაშვილი დამნაშავე გიგა ბოკერიას უჭერს მხარს. მარგველაშვილი მისი მეგობარია. რა თქმა უნდა, შეიძლება პრეზიდენტს განსხვავებული აზრის მქონე მეგობარიც ჰყავდეს, მაგრამ მეგობრობა პოლიტიკურ სიბრტყეში არ უნდა იყოს გადატანილი. ესენი ერთი კასტაა, თავისუფალ ინსტიტუტში დაფრთიანებული და ჯორჯ სოროსის გრანტებით ნასაზრდოები. ბოკერიები და სააკაშვილის რეჟიმის სხვა ნარჩენები იმიტომაც არიან შეგულიანებულები, რომ ზემოდან მფარველობენ. საჯარო გამოსვლების გაშიფვრაც კი საკმარისია იმისთვის, რომ მათი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ დასკვნა გააკეთო. ყველა ნორმალურ ევროპულ ქვეყანაში იგი აქამდე ციხეში იქნებოდა! ვიდრე ბოკერია ხელს ღარიბაშვილის მთავრობისკენ გაიშვერდეს, პასუხი უნდა გასცეს შეკითხვას, რა უნდოდა ციხის ბუნტის დროს ციხესთან, რა ბრძანებებს იძლეოდა?!“ – აცხადებს სულხან მოლაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები