მიხეილ ყაველაშვილი: აგენტურა, რადიკალური ფრთა, რომელიც იმართება კონკრეტული ბიუროკრატიით სასაცილო მდგომარეობაშია – კითხვას დასვამს ნებისმიერი ნეიტრალური მოქალაქე ან ექსპერტი – ახლა ეს ადამიანები სად დგანან? ამერიკის გვერდზე თუ ევროპული ბიუროკრატიის ვისგანაც იმართებიან?
აგენტურა, რადიკალური ფრთა, რომელიც იმართება კონკრეტული ბიუროკრატიით, სასაცილო მდგომარეობაშია. კითხვას დასვამს ნებისმიერი ნეიტრალური მოქალაქე ან ექსპერტი, რომ ახლა ეს ადამიანები სად დგანან? ამერიკის გვერდზე თუ ევროპული ბიუროკრატიის, ვისგანაც იმართებიან? – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტზე საუბრისას განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, საქართველოში უნდა დასრულდეს ვინმეზე დამოკიდებულის პოლიტიკა.
„რასაც ჩვენ ევროპული ბიუროკრატიის მიმართ ვსაუბრობდით, იმაზე მკაცრად საუბრობს ამერიკის არსებული ადმინისტრაცია, თავისი პრეზიდენტით. საუბარი როცაა [პროდასავლურზე], რას ნიშნავს პროდასავლური? რომელია დასავლეთი, როგორ განვსაზღვროთ, ვისზე ვიყოთ დამოკიდებული? ეს პოლიტიკა უნდა დამთავრდეს საქართველოში, ვინმეზე დამოკიდებულების და ეს ნელ-ნელა მილევადია. სიტყვასაც ვერ ძრავენ. ხომ შეიძლება რომელიმე გამოვიდეს. მე მაინტერესებს ვინმე გაბედავს ტრამპის კრიტიკას?! ერთი ორი აქტივისტის ფეისბუქ-პოსტზე თუ წავიკითხე რაღაც კრიტიკული, ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდან ევროპის მიმართ, რომ ასეთი დამოკიდებულებაა. დანარჩენი პოლიტიკური პარტიები, აქტორები ვინც არიან წარმოჩენილი და ვინც თვლის, რომ ისინი მზად არიან ხელისუფლების ჩასაბარებლად, ჩემი წინამორბედი, გაბედონ აბა, სად დგანან ახლა – ევროპული ბიუროკრატიის გვერდით თუ იმ დოკუმენტის გვერდზე, რომელიც აშშ-ის დღევანდელი მმართველი ადმინისტრაციის მიერ არის შექმნილი?! ეს ხომ ერთი და იგივე არ არის? ეს ხომ განსხვავებულია. რა პროდასავლურობაზეა საუბარი? ვინ დაარქვა ამათ პროდასავლური ძალა? ესეც ხომ მითია, როგორც რუსული კანონზე“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.