„პინოკიოს“ პრემიერა – მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე
19-20 დეკემბერს მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე კარლო კოლოდის ზღაპრის მიხედვით „პინოკიოს“ პრემიერა გაიმართება.
თეატრის ინფორმაციით, სპექტაკლის რეჟისორი და ინსცენირების ავტორია: ნიკა ლუარსაბიშვილი;
სცენოგრაფი და კოსტიუმების მხატვარი: ნინო კიტია;
მუსიკალური გაფორმება: ლევან გვაზავა;
ქორეოგრაფი: გია მარღანია;
რეჟისორის ასისტენტი: ნინო ჟორჟოლიანი.
მონაწილეობენ: ნიკა ჭკადუა, ბესო ბარათაშვილი, ნოდარ დოღონაძე, ანა ჯავახიშვილი,
დავით ხურცილავა / ჯეჯი სხირტლაძე, თამარ ბუხნიკაშვილი / შაკო მირიანაშვილი,
გიორგი სირბილაძე, თემო ვაჭარაძე, ბაჩი ბეგიაშვილი,
ნინუცა ცაგარეიშვილი, ლუკა ხეცურიანი
მისამართი: მარჯანიშვილის №8.