ისრაელის ავიაიერიშმა ხან იუნისში პალესტინელების ბანაკი დააზიანა და მსხვერპლი გამოიწვია

ისრაელის არმიის მიერ ღაზას სექტორის სამხრეთით, ხან იუნისის ქალაქიდან დასავლეთით მდებარე ტერიტორიაზე დარტყმების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა.

Al Jazeera-ს მონაცემებით, დაღუპულთა შორის ორი არასრულწლოვანია, ხოლო მრავალი დაშავებული სამედიცინო ცენტრებშია გადაყვანილი.

თავდასხმების შედეგად დაიწვა რამდენიმე კარავი, სადაც იძულებით გადაადგილებული პალესტინელები ცხოვრობდნენ.

„ჰამასმა“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ ისრაელის მიერ ხან იუნისში იძულებით გადაადგილებული პალესტინელების კარვების დაბომბვა „ომის დანაშაული“ იყო და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების „უგულებელყოფის“ დემონსტრირებას ახდენდა.

Reuters-ის ცნობით, პარალელურად მიმდინარეობს მსჯელობა რაფაჰის სასაზღვრო პუნქტის ნაწილობრივი გახსნის შესახებ, რაც ჰუმანიტარული გადაადგილებისთვის მნიშვნელოვანი იქნება.

ისრაელის არმია აცხადებს, რომ დარტყმების “ჰამასის” მეთაური იყო და ეს გახდა პასუხი რაფაჰში, პალესტინელ მებრძოლებსა და ისრაელელ ჯარისკაცებს შორის მომხდარ შეტაკებებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები