„აშშ უკრაინას ფულს კანფეტივით აღარ ურიგებს“ – ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები აღარ არის ფინანსურად ჩართული უკრაინის კონფლიქტში, ხოლო ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ფულს კანფეტივით ურიგებდა.
„ჩვენ აღარ ვართ ფინანსურად ჩართულები ამ კონფლიქტში. ბაიდენმა 350 მილიარდი დოლარი ისე გასცა, თითქოს ეს ტკბილეული ყოფილიყოს“, – თქვა ტრამპმა კაბინეტის სხდომაზე.