სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, დღის ცენტრ „თებეს“ და „ხედვა, ზრუნვა, მხარდაჭერას“ ბენეფიციარებს ესტუმრნენ და საჩუქრები გადასცეს

სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზაალ გელაშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერთან, მამუკა გელაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი ფერაძესთან ერთად, შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დღის ცენტრ „თებეს“ და „ხედვა, ზრუნვა, მხარდაჭერას“ ბენეფიციარებს ესტუმრნენ და საჩუქრები გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს  ორგანიზებით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები