“მეორე ფრონტის იდეა, შეიძლება ითქვას, განეიტრალებულია იქიდან გამომდინარე, რომ ეს ჩვენი დამსახურებით ხდება” – ლევან ნიკოლეიშვილი

“მეორე ფრონტის იდეა, შეიძლება ითქვას, განეიტრალებულია იქიდან გამომდინარე, რომ ეს ჩვენი დამსახურებით ხდება”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას“ პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონულმა მდივანმა, ლევან ნიკოლეიშვილმა განუცხადა.

როგორც მან განმარტა, საქართველოს ინტერესში არ არის ომში ჩართვა, მეორე ფრონტის გახსნა და საკითხების გადაჭრა საბრძოლო მოქმედებებით.

“ჩვენ სხვა პოლიტიკა გაგვაჩნია, სხვა მიმართულება გაგვაჩნია და აქედან გამომდინარე, ის რაც შევინარჩუნეთ ამ ერთი წლის განმავლობაში, ნამდვილად შესანარჩუნებელია და გასაფრთხილებელია.

ეს [ბიბისის სტატია] არის სერიოზული აბსურდი. წარმოიდგინეთ, ერთი წლის წინანდელ ამბებზეა საუბარი, ერთი წლის განმავლობაში ე.ი. არავინ არაფერს უჩიოდა, უცბად აღმოაჩინა BBC-ის საგამოძიებო ჯგუფმა თუ გარე ძალებმა ერთობლივად, რაშიც ხელი შეუწყო ადგილობრივმა აგენტურამ და შექმნეს ფილმი, რომელიც არის აბსურდებზე დაყრდნობილი, არა არგუმენტებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე. ერთი წლის შემდეგ ახსენდებათ თურმე როგორი შეტევები აქვთ, როგორი თვალის წვა აქვთ, როგორი ტკივილი აქვთ და ა.შ. ასეთი რაღაცები ასე არ ხდება. ეს ერთი მხრივ არასერიოზულია, მაგრამ მეორე მხრივ არის საშიში. საშიში იქიდან გამომდინარე, რომ ეს ადამიანები არ ჩერდებიან და ცდილობენ ისევ და ისევ ქვეყნის დისკრედიტაციას, ხელისუფლების დისკრედიტაციას და მთლიანობაში ყველაფერი შექმნილია იმისათვის, რომ რამენაირად საქართველოს ავტორიტეტი შელახონ საერთაშორისო ასპარეზზე“, – აღნიშნა ნიკოლეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები