პაპუაშვილი – ბიძინა ივანიშვილის საქმეზე ლონდონის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ეს არის ნათელი დასტური, რომ იყო პირდაპირი პოლიტიკური მიზანი ივანიშვილზე ზეწოლისა, რათა საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებისკენ ებიძგებინათ

„ეს არის ნათელი დასტური, რომ იყო პირდაპირი პოლიტიკური მიზანი ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლისა, რათა საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებისკენ ებიძგებინათ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

ის ბიძინა ივანიშვილის საქმეზე ლონდონის სასამართლოს გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

“წლების განმავლობაში ამ ზეწოლის ინსტრუმენტის გამოყენებას ცდილობდნენ. ასე რომ, ეს არის ფაქტი – დაიმსხვრა მითი ევროპაში კანონის, რეგულაციების მორჩილებასთან დაკავშირებით, როდესაც დღისით-მზისით, ყველას თვალწინ ხდებოდა ავაზაკური რეკეტი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.

ამ ადმინისტრაციის ხელით დააწესეს სანქციები და შეზღუდვები ბიძინა ივანიშვილზე, მათ შორის უშუალოდ მითითებით, რომ ამ კონკრეტულ თანხას ეხება ეს ყველაფერი და მაშინაც კი, თუკი დადასტურდება, რომ ეს ავაზაკობა იყო ევროპის კონტინენტზე, რამენაირად შეზღუდონ თანხებზე წვდომა. ასე რომ, ამ გარემოებების გათვალისწინებით, იყო კიდევაც განცხადება, რომ ბიძინა ივანიშვილს ნაკლებად აქვს იმის მოლოდინი, სანამ არ გადაიაზრებენ საქართველოს მიმართ პოლიტიკურ დამოკიდებულებას, რომ ამ წვდომას უზრუნველყოფენ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები