ეთიოპიის ვულკანი 12 000 წლის შემდეგ, პირველად ამოიფრქვა

ეთიოპიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში ვულკანი, თითქმის, 12 000 წლის შემდეგ, პირველად ამოიფრქვა, რის შედეგადაც კვამლის სქელი ღრუბელი ცაში 14 კილომეტრის სიმაღლეზე ავიდა.

ვულკან ჰაილი გუბის ამოფრქვევას, რომელიც ეთიოპიის აფარის რეგიონში მდებარეობს, მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა ადგილობრივი მწყემსებისთვის ამას შესაძლოა,  ეკონომიკური შედეგები მოჰყვეს.

საერთაშორისო ავიარეისების ნაწილმა მარშრუტები შეცვალა, რათა თავიდან აიცილონ ვულკანური მტვრის ღრუბელი, რომელიც წითელი ზღვის მიმართულებით გადაადგილდება.

გეოლოგები აღნიშნავენ, რომ დედამიწის გეოლოგიური ისტორიის უახლეს პერიოდში, ჰაილი გუბის  ამოფრქვევის შესახებ ჩანაწერები არ არსებობს, რაც ამ მოვლენას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. მათი თქმით, მიმდინარეობს ინტენსიური მონიტორინგი, რათა ვულკანის შემდგომი აქტივობის ალბათობა შეფასდეს.

ეთიოპიის ხელისუფლება საფრთხის ზონაში მყოფ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ევაკუაციის ზომებიც განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები