პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ხვალ პარლამენტი ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს 2 თემასთან დაკავშირებით მოუსმენს, ესენია – 6.5-მილიარდიანი ინვესტიცია და უმაღლესი განათლების რეფორმა.
„ორ თემასთან დაკავშირებით ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ აქვს ინტერპელაციაზე დაყენებული საკითხები. ერთი ეხება 6,5-მილიარდიან ინვესტიციას და Eagle Hills-თან ერთად განსახორციელებელ პროექტს და ყველა საკითხი, საფუძვლიანი თუ უსაფუძვლო, რეალური თუ არარეალური, ყველა ეს კითხვა წარმოდგენილია ამ ინტერპელაციაში და პრემიერ-მინისტრი ყველა ამ კითხვას პასუხს გასცემს.
მეორე საკითხი გახლავთ უმაღლესი განათლების რეფორმა და ამასთან დაკავშირებითაც ექნება დეტალური საუბარი პრემიერს. პროცედურები არის ასეთი, კითხვები გაგზავნილია ინტერპელაციის წესით, რომელსაც პრემიერ-მინისტრი უპასუხებს, თუმცა ადგილზეც აქვს შესაძლებლობა ფრაქციებს, მათ შორის, ოპოზიციურ ფრაქციებსაც, დასვან 2-2 ზეპირი შეკითხვა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.