ლიბანში, ლტოლვილთა ბანაკზე ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო ოპერაციების ცენტრის ცნობით, ისრაელის საჰაერო ძალების მიერ ლიბანის ქალაქ საიდაში პალესტინელი ლტოლვილების ბანაკ ეინ ალ-ჰილვაზე განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ ეინ ალ-ჰილვას ბანაკი, რომელიც 1948 წელს დაარსდა, სამხრეთ ლიბანში ყველაზე დიდ პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკად ითვლება, რომელიც ისრაელის საზღვრიდან დაახლოებით 60 კილომეტრში მდებარეობს.

„განახლებული ინფორმაციის თანახმად, საიდას ქალაქ ეინ ალ-ჰილვაზე ლტოლვილთა ბანაკზე ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე, ისრაელის დრონების თავდასხმებმა სამხრეთ ლიბანის ქალაქ ბინტ ჯბეილსა და ბლიდას დასახლებაში ორი ადამიანი იმსხვერპლა, ერთი კი დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები