ესპანეთი უკრაინას ერთი თვის განმავლობაში 615 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს.
ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა მადრიდში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მე უკვე ვუთხარი პრეზიდენტ ზელენსკის, რომ ერთი თვის განმავლობაში ესპანეთი 615 მილიონი ევროს ღირებულების ახალი სამხედრო დახმარების პაკეტს მიიღებს“, – თქვა სანჩესმა.
როგორც მან აღნიშნა, ეს პაკეტი მოიცავს 300 მილიონ ევროს იმ შეთანხმების ფარგლებში, რომლის მიხედვითაც ესპანეთი უკრაინას ყოველწლიურად 1 მილიარდ ევროს სამხედრო დახმარების სახით გამოუყოფს.
გარდა ამისა, 100 მილიონი ევრო გამოიყოფა PURL პროგრამის მეშვეობით, რომელიც ნატოს წევრ სახელმწიფოებს საშუალებას აძლევს, შეიძინონ აშშ-ში წარმოებული იარაღი უკრაინისთვის, ხოლო 215 მილიონი ევრო გამოიყოფა ევროკავშირის SAFE ინსტრუმენტის მეშვეობით.
სანჩესის თქმით, ეს თანხები დრონების საწინააღმდეგო აღჭურვილობისა და რადარების შეძენას მოხმარდება, რომელთა უმეტესობას ესპანური კომპანიები აწარმოებენ.