თურქეთში, შვებულებისთვის ჩასული გერმანიაში მცხოვრები თურქული ოჯახის სამი წევრი – დედა და ორი მცირეწლოვანი შვილი – მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა. მამა მძიმე მდგომარეობაშია და მკურნალობას საავადმყოფოში აგრძელებს.
შემთხვევა სტამბოლის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. მას შემდეგ, რაც იმავე სასტუმროში მყოფი კიდევ ორი ტურისტი სავარაუდო მოწამვლის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს, შენობა ევაკუირებული და დალუქული იქნა.
ტურისტების სავარაუდო მოწამვლის შედეგად გარდაცვალების ბრალდებით თერთმეტი ადამიანი დააკავეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დაწყებულია მრავალმხრივი გამოძიება, რათა დადგინდეს მოწამვლის ზუსტი წყარო.
გამოძიების პირველადი ვერსიით, ოჯახი, შესაძლოა, საკვების მიღების შემდეგ მოიწამლა. თუმცა, თურქული მედიის ცნობით, მას შემდეგ გამოჩნდა მტკიცებულებები, რომ ოჯახი შესაძლოა პესტიციდების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა სასტუმროში, სადაც ისინი იმყოფებოდნენ.
გამომძიებლების ინფორმაციით, სასტუმროს პირველ სართულზე მდებარე ოთახში საწოლის ბაღლინჯოების საპრევენციოდ ნივთიერება შეასხურეს, რომელმაც სავარაუდოდ, პირველ სართულზე მდებარე ოჯახის ოთახში სააბაზანოს ვენტილაციის საშუალებით შეაღწია.
საქმეში ჩართულია ტოქსიკოლოგიური და ლაბორატორიული ექსპერტიზები.