გია ვოლსკი – ქვეყანას მაღალი შეფასება აქვს მართვის სისტემიდან დაწყებული, კორუფციასთან ბრძოლით დასრულებული – ყველა მიმართულებით პროგრესია და რიგი რეიტინგებით არა მხოლოდ კანდიდატ ქვეყნებს, არამედ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ვჯობივართ
„ქვეყანას მაღალი შეფასება აქვს მართვის სისტემიდან დაწყებული, კორუფციასთან ბრძოლით დასრულებული. ყველა მიმართულებით პროგრესია და რიგი რეიტინგებით არა მხოლოდ კანდიდატ ქვეყნებს, არამედ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ვჯობივართ,”- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული არცერთი ნაბიჯი არ არის ანტიევროპული.
„ქვეყანას მაღალი შეფასება აქვს მართვის სისტემიდან დაწყებული, კორუფციასთან ბრძოლით დასრულებული. ყველა მიმართულებით პროგრესია და რიგი რეიტინგებით არა მხოლოდ კანდიდატ ქვეყნებს, არამედ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ვჯობივართ. როგორ შეიძლება, ანტიევროპულად შეაფასო ეროვნული თვითმყოფადობის დაცვა, გამჭვირვალობა. რა არის ანტიევროპული? რომელი ნაბიჯია, რომელიც შეიძლება შეფასდეს, როგორც საგარეო კურსის ცვლილება? – არც ერთი. საპირისპირო ბევრი ნაბიჯი გვინახავს. გარკვეული პოლიტიკური კონიექტურაა, რაც ზუსტად ასახავს ცალკეული ევროპული ქვეყნების და ბრიუსელის ინტერესს, რომლებიც ასევე კრიტიკის საგანი გახდა ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის და ამერიკის მხრიდან. ეს არის ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა. საქართველოს შემთხვევაში, არა მხოლოდ გარედან ჩარევაა, არამედ კონკრეტული მიზნის მიღწევის მცდელობა. ეს კონკრეტული მიზანი კი საქართველოსთვის მძიმეა – დაპირისპირებაში ჩართვა ქვეყანას ნგრევას მოუტანს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.