დავით მათიკაშვილი: საქართველო გაფართოებასთან დაკავშირებით არსებულ მსჯელობაზე მიწვეული არ იყო, რადგან არსებობს ინტერესი ჩვენს საზოგადოებაზე ზეწოლის და ძალმომრეობის

“საქართველო გაფართოებასთან დაკავშირებით არსებულ მსჯელობაზე მიწვეული არ იყო, რადგან არსებობს ინტერესი ჩვენს საზოგადოებაზე ზეწოლის და ძალმომრეობის,”- ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან ემსგავსება ევროკავშირი საბჭოთა კავშირს.

„ქვეყანა, რომელიც ყველა პარამეტრით, ყველა სახელშეკრულებო და პოლიტიკური პარამეტრით წინ უსწრებს კანდიდატ ქვეყნებს; სახელმწიფო, რომლის წინსვლაზე, პროგრესზე თვალის დახუჭვა და დამალვა თვით ევროსტრუქტურებშიც კი საკმაოდ რთული და ძნელია, მაშინ როდესაც ობიექტურად აფასებენ და აქვეყნებენ კონკრეტულ რეიტინგებს, ეს ქვეყანა გაფართოებასთან არსებულ მსჯელობაზე, პრაქტიკულად, მიწვეული არ იყო. რატომ? იმიტომ, რომ არსებობს ინტერესი ჩვენს საზოგადოებაზე ზეწოლის, საზოგადოებაზე ძალმომრეობის. ამასთან, ინსტრუმენტად გამოყენების იმ რესურსის, რაც ევროკავშირს გააჩნია მის კანდიდატ ქვეყნებთან მიმართებით. ძალიან რომ ემსგავსება ევროკავშირი საბჭოთა კავშირს, ძალიან რომ ჰგავს უკვე ბრიუსელის პოლიტიკა იმ დიქტატორული სოუსით შეკმაზულ პოლიტიკას, რაც ყოველთვის გააჩნდა საბჭოთა კავშირს საკუთარ რესპუბლიკებთან მიმართებით, ფაქტია. სწორედ ამ მოცემულობასთან გვაქვს საქმე. ამ მახინჯი პოლიტიკით ღრმავდება ევროსკეპტიციზმი, რომელიც საზოგადოებაში სწორედ ევროჩინოსნების გადაწყვეტილებებზეა დაფუძნებული“,- განაცხადა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები