ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ მონაწილეობა მიიღო საქალაქო ღონისძიებაში – „მარნეულობა – 2025″
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ მონაწილეობა მიიღო საქალაქო ღონისძიებაში – „მარნეულობა – 2025.”
ღონისძიების ფარგლებში ადგილობრივი მოსახლეობის წახალისების მიზნით საგანმანათლებლო აქტივობები და კალიგრაფიის კონკურსი გაიმართა. სკოლის სტენდზე წარმოდგენილი იყო სკოლის ბრენდირებული ნივთები და საინფორმაციო ბუკლეტები.
ღონისძიებაში ჩართვის მიზანი სკოლის ცნობადობის ამაღლება, ბენეფიციარებთან უშუალო კომუნიკაციის დამყარება, სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის პოპულარიზაცია იყო.
სტენდი პარლამენტის წევრებმა, ზაურ დარგალმა და სავალან მირზოევმა, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, ილია ჯალაღანიამ, შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს და სკოლის საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.