“უკრაინამ თავის თავს მიხედოს, საკუთარი ქვეყანა კატასტროფულ მდგომარეობამდე მიიყვანეს” – შარმანაშვილი
“უკრაინამ თავის თავს მიხედოს, საკუთარი ქვეყანა კატასტროფულ მდგომარეობამდე მიიყვანეს. იმაზე არ ვსაუბრობ, რაც მათ ტერიტორიაზე აგრესორმა გააკეთა, ვლაპარაკობ იმაზე, რაც ხელისუფლებამ თავის ხალხს გაუკეთა და რასაც ყოველ დღეს აკეთებს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.
პოდოლიაკის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში წაყვანა მათი დღის წესრიგის ნაწილია.
„უკვე მათი მოკავშირეებიც კი ვეღარ მალავენ იმ ნარატივს, რომ ქვეყანაში აბსოლუტურად კატასტროფული, კორუფციული სიტუაციაა და ომისთვის განკუთვნილი ფულის საკმაოდ დიდი ნაწილი კერძო ჯიბეებში ილექება. მათ თავის თავს მიხედონ და ჩვენ თავი დაგვანებონ – ჩვენი ჩართვა ათას უბედურებაში უნდათ და არ გამოდით. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, იქ ჰყავდათ, რძის ნაწარმში ნუ ჩასვამდნენ, ნუ გამოგვიგზავნიდნენ და ახლაც იქ ეყოლებოდათ“, – განაცხადა შარმანაშვილმა.