პროკურატურაში ლევან ვარშალომიძის დაკითხვა მიმდინარეობს

აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური ლევან ვარშალომიძე ბათუმის პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება. ამის შესახებ „კვირას“ საქართველოს მთავარი პროკურატურაში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, ვარშალომიძე მოწმის სახით იკითხება. საქმე ეხება ბთუმში მდებარე მილიონნახევარ ლარად შეფასებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გასხვისება – დაზიანების ფაქტს. პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით. ლევან ვარშალომიძე პროკურატურაში 14.00 საათიდან იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები