პირველი ღიად ტრანსგენდერი ამერიკელი კანონმდებელი ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე თავს დამნაშავედ ცნობს – NY Post

“ქვეყნის პირველმა ღიად ტრანსგენდერმა კანონმდებელმა თავის პარტნიორს მოუწოდა, როგორ უნდა ეძალადა მასაჩუსეტსის შტატის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში 3 წლის ასაკის ბავშვებზე. მან მანამდე ჰკითხა, ამის მიუხედავად მაინც მოხვდებოდნენ თუ არა სამოთხეში”, – ამის შესახებ გამოცემა NY Post-ი წერს.

41 წლის ნიუ-ჰემფშირის ყოფილი პოლიტიკოსმა, სტეისი-მარი ლოტონმა, რომელიც ბარი ლოტონის სახელით დაიბადა, გასულ კვირას დანაშაული აღიარა. მას ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე 30 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გამოცემის ცნობით, სასამართლო დოკუმენტებში წარმოდგენილ ტექსტურ შეტყობინებებში წყვილი ერთმანეთში დეტალურად განიხილავს თავიანთ ფანტაზიებს. ყოფილი სახელმწიფო კანონმდებელი პარტნიორს უბიძგებდა, ეძალადა მის მზრუნველობაში მყოფ ბავშვებზე. ბავშვებზე ძალადობის შესახებ პარტნიორისთვის ინსტრუქციების მიცემის პარალელურად, ლოტონმა გამოთქვა შიში, რომ წყვილს მათი ქმედებებისთვის დააპატიმრებდნენ. “თუ ასე მოვიქცევით, “არ მინდა, რომ გამომიჭირონ”, – წერს ლოტონი მისი პარტნიორი გროუვსისთვის 2023 წლის 7 ივნისს გაგზავნილ ტექსტურ შეტყობინებაში.

2023 წლის 14 ივნისს გაგზავნილ კიდევ ერთ ტექსტურ შეტყობინებაში ლოტონმა ისაუბრა მღვდელმსახურად გახდომის სურვილზე და გროუვსს ჰკითხა, მაინც მოხვდებოდა თუ არა სამოთხეში თავისი ჩადენილი დანაშაულების მიუხედავად. “როგორ ფიქრობ, ღმერთი კმაყოფილია იმით, რომ ჩვენ ცუდი გოგოები ვართ?” – თქვა მან და დასძინა: “როგორ ფიქრობ, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს ადგილი სამოთხეში? როგორ ფიქრობ, ღმერთი თანახმა იქნება, მე რომ მღვდელი ვიყო?” გროუვსმა პასუხად მიწერა: “დიახ, ღმერთი თანახმაა. ჩვენ მაინც მოხვდებით სამოთხეში და ის ფიქრობს, რომ შენ შესანიშნავი მღვდელი იქნები”.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, წყვილის დანაშაულების შესახებ 2023 წლის ივნისში გახდა ცნობილი, მას შემდეგ, რაც ლოტონმა სურათები მესამე პირს გაუგზავნა. “არ მომწონს, რომ ეს სურათები მე მაქვს, მაგრამ მინდოდა მტკიცებულება მეჩვენებინა. მე არ ვარ ბავშვებზე მოძალადე”, – თქვა ლოტონმა შეტყობინებაში. პირმა, რომელმაც შეტყობინება მიიღო დაუყოვნებლივ აცნობა პოლიციის დეპარტამენტს.

გამოცემის ცნობითვე, ყოფილ პოლიციელს და გროუვსს განაჩენი თებერვალში უნდა გამოუტანონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები