კვლევა: 6 წუთი კითხვა სტრესის ჰორმონებს მნიშვნელოვნად ამცირებს

სასექსის უნივერსიტეტის და ბრიტანული კვლევითი ცენტრის Mindlab International-ის ერთობლივი კვლევის შედეგებით, დღეში მხოლოდ 6-წუთიანი კითხვა სტრესის ჰორმონებს 68%-ით ამცირებს და მნიშვნელოვნად აიოლებს სხეულის დაძაბულობას.

კვლევაში მონაწილეებს წინასწარ სტრესული მდგომარეობა შეექმნათ, რის შემდეგაც სხვადასხვა აქტივობის შესრულება მოსთხოვეს. შედეგებმა აჩვენა, რომ კითხვა ყველაზე ეფექტური იყო –  გულისცემის და კუნთების დაძაბულობის შემცირებით სტრესის ნიშნებმა 68%-ით დაიკლო.

კვლევის თანახმად, კითხვა უფრო ეფექტური აღმოჩნდა, ვიდრე სხვა რელაქსაციის მეთოდები: მუსიკის მოსმენა სტრესს 61%-ით ამცირებს, ერთი ფინჯანი ცხელი ჩაი ან ყავა – 54%-ით, სიარული 42%, ვიდეოთამაშები- 21%-ით.

კითხვის პროცესი მოითხოვს ფოკუსირებას, რაც ხელს უწყობს გონების დამშვიდებას და ამცირებს ტვინის იმ უბნების აქტივობას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან შიშსა და ზედმეტ რაციონალიზაციაზე.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ კითხვა არა მხოლოდ სასარგებლოა გონების დასვენებისთვის, არამედ წარმოადგენს ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას ფიზიკური და ემოციური სტრესის მართვისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები