მერეთში, დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთში, დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის მიხედვით მოეწყობა საბავშვო სივრცე, ბილიკები ბეტონის დეკორატიული ფილებით, ატრაქციონები, ბორდიურები, განათება, ფანჩატური, დეკორატიული ღობე, ქვაფენილი.
“გარდა ამისა, მოეწყობა სპორტული სივრცე სადაც განთავსდება გარე მოხმარების სპორტული ინვენტარი.
სამუშაოები„სამოქალაქო ბიუჯეტი 2025“ – ის ფარგლებში ხორციელდება. პროგრამა „სამოქალაქო ბიუჯეტის“ მიზანია მუნიციპალურ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა და ადგილობრივი ბიუჯეტის მათი ინტერესების გათვალისწინებით განაწილება,”- წერია ინფორმაციაში.