უნგრეთი აშშ-ის სანქციების „გვერდის ავლაზე“ მუშაობს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ღიად აღიარა, რომ მუშაობს იმაზე, თუ როგორ აუაროს გვერდი აშშ-ის ახალ სანქციებს რუსეთის უმსხვილესი ნავთობკომპანიების მიმართ.
ორბანი აცხადებს, რომ სანქციებთან დაკავშირებით, ასევე ესაუბრა უნგრეთის ნავთობისა და გაზის კომპანია MOL-ს.
შემდეგ, X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, უნგრეთის ლიდერი აღნიშნავდა, რომ ბრიუსელმა „ომი აირჩია“.
იგი იმეორებს მისსავე კომენტარებს გუშინ ბუდაპეშტში პოლიტიკური გამოსვლის დროს, რომელშიც ორბანმა არაერთხელ დაგმო ევროკავშირის გადაწყვეტილება და ის ომის მსურველად წარმოაჩინა.