ჩრდილოეთ კორეის ლიდერი – რუსეთთან სამხედრო კავშირები „შეუჩერებლად განვითარდება“
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა, განაცხადა, რომ მის ქვეყანასა და რუსეთს შორის სამხედრო ძმობა „შეუჩერებლად წინ წავა“, – ამის შესახებ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KCNA იტყობინება.
KCNA-ს ცნობით , კიმმა ეს კომენტარები ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების მემორიალის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა, რომლებიც უკრაინასთან მიმდინარე ომის დროს რუსეთის სამხედროებთან ერთად კურსკის რეგიონში იბრძოდნენ.
“ფხენიანი ყოველთვის მოსკოვთან იქნება. ჩვენი მეგობრობა და ერთიანობა მარადიულად გაგრძელდება. ძმობის მებრძოლი წლები, რომელშიც ძვირფასი სისხლის ფასად ორმხრივი მეგობრობის გრძელვადიანი განვითარების გარანტია იყო მოცემული, შეუჩერებლად წინ წავა“, – განაცხადა კიმმა.
მანვე დასძინა, რომ “ტირანიის” გამოწვევები ორი ქვეყნის კავშირებს ვერ შეაფერხებს.