ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პოლონეთიდან ტუროპერატორებს უმასპინძლა

პოლონეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მარკეტინგულ კამპანიას ატარებს. კამპანიის ფარგლებში, ავიაკომპანია LOT Polish Airlines-თან თანამშრომლობით, საქართველოს პოლონეთიდან წამყვანი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ეწვივნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, პოლონელ ტუროპერატოებს ქართველი კოლეგები შეხვდნენ, B2B ფორმატში გამართულ შეხვედრაზე თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი ტურების დაგეგმვის საკითხები განიხილეს.

გაცნობითი ტურის ფარგლებში, პოლონელი ტუროპერატორები თბილისის, გუდაურისა და კახეთის ტურისტულ ინფრასტრუქტურას გაეცნენ, დაათვალიერეს სასტუმროები, ღვინის მარნები და მუზეუმები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები