იმერეთში ვანი-სამტრედიის დამშრობ მასივზე სამუშაოები მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო სისტემების მოწესრიგების ფარგლებში, იმერეთში ვანი-სამტრედიის დამშრობ მასივზე სამუშაოებს ატარებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისათვის, სამუშაოები სოფლებში – მთისძირსა და გომში მიმდინარეობს, სადაც ჯამში 5 კმ-ზე მეტი ქსელი იწმინდება.

ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, არხისა და კოლექტორების გამტარუნარიანობა გაიზრდება, რაც 250 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებსა და მიმდებარედ არსებულ საკარმიდამო ნაკვეთებს დატბორვისაგან დაიცავს.

ვანი-სამტრედიის დამშრობი მასივის რეაბილიტაცია მიზნად ისახავს სადრენაჟე ინფრასტრუქტურის გამართულ ფუნქციონირებას და სოფლის მეურნეობის პოტენციალის გაზრდას.

იმერეთში, 2012-2024 წლებში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, 12 000 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობია წყალუზრუნველყოფილი, სარწყავი წყლის მიწოდება 15 265 ჰექტარზე გაუმჯობესდა, დრენირებული მიწის ფართობის რაოდენობა 3 385 ჰექტარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები