თაკო ფხაკაძე – ISFED-ის კვლევაზე: ცხრილში პირველ ადგილზე არის “პრაიმ ტაიმი” 222 618 ათასი ლარის დაფინანსებით, ქვემოთ კი წვრილად არის მიწერილი, რომ ეს არის 6 წელზე გაწერილი – ეს არის ტიპური მანიპულაცია
„ცხრილში პირველ ადგილზე არის “პრაიმ ტაიმი” 222 618 ათასი ლარის დაფინანსებით, ქვემოთ კი წვრილად არის მიწერილი, რომ ეს არის 6 წელზე გაწერილი – ეს არის ტიპური მანიპულაცია,“- ამის შესახებ “პრაიმ ტაიმის” დამფუძნებელმა თაკო ფხაკაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის თავდასხმა მედიაზე და პროფესიული რეპუტაციის შელახვის მცდელობა.
“ეს არის ტიპური მანიპულაცია, იმიტომ, რომ ცხრილი, რომელიც არის გამოქვეყნებული, სადაც პირველ ადგილზე არის “პრაიმ ტაიმი” და დიდი ასოებით აქვს მიწერილი 222 618 ათასი ლარი, ქვემოთ კი წვრილად არის მიწერილი, რომ არის 6 წელზე. ეს არის წელიწადში 37 000 ლარი, თვეში კი 3 000 ლარი. იმხელა პლატფორმა, როგორიც არის “პრაიმ ტაიმი” და რომელიც TOP.GE-ზე არის პირველ ან მეორე ადგილზე, თავისთავად ყველა პოლიტიკური ჯგუფისთვის, სახელისუფლებო იქნება თუ ოპოზიციური, საინტერესოა, რომ რეკლამა შემოიტანოს იქ, გინდ პოლიტიკური იყოს ეს რეკლამა, გინდ – ბიზნესის. აქედან გამომდინარე, როდესაც ორგანიზაციას აქვს პრეტენზია სამართლიანობაზე, როგორც მე ჩამოვთვალე, ზუსტად ასე უნდა ყოფილიყო ჩამოთვლილი, რომ ეს არის – 6 წელი, წელიწადში 37 000 ლარი, თვეში – 3 000 ლარი. როდესაც ამას არ აკეთებ, ეს არის თავდასხმა მედიაზე და პროფესიული რეპუტაციის შელახვის მცდელობა. როდესაც ორგანიზაციას ჰქვია “სამართლიანი არჩევნები,” ამას არ უნდა აკეთებდეს,” – განაცხადა თაკო ფხაკაძემ.
ცნობისთვის, ISFED-მა გამოაქვეყნა ვრცელი ანგარიში, რომელშიც საუბარია 25 საინფორმაციო სააგენტოზე, რომლებიც, ISFED-ის მტკიცებით, “ქართულ ოცნებასთან” პირდაპირ ან ირიბად არიან დაკავშირებული.