ეკა ვეფხვაძე – ISFED-ის კვლევაზე: ჩვენი მედიაორგანიზაცია არცერთი პოლიტიკური პარტიის ნარატივებთან არ არის თანხვედრაში

„ჩვენი მედიაორგანიზაცია არცერთი პოლიტიკური პარტიის ნარატივებთან არ არის თანხვედრაში,“- ამის შესახებ “მედიაჰოლდინგ სივრცეების” დირექტორმა ეკა ვეფხვაძემ “კურიერთან” ISFED-ის მიერ ჩატარებულ კვლევაზე საუბრისას განაცხადა.

ვეფხვაძის თქმით, ISFED-მა პარტიული ნარატივების თანხვედრა თავიანთ ორგანიზაციაში რომ მოიკითხოს, ნამდვილად არ იქნება ურიგო.

“მგონი, ეს კვლევა ძალიან ხმამაღლაა დაწერილი. ამას ვიტყოდი მაგ ე.წ. კვლევაზე. არ ვიცი, რატომ უნდა იხელმძღვანელო 6 წლის განმავლობაში, 22 თუ 25 მედიასაშუალების კონტრაქტებიდან შემოსული თანხებით და ასეთი ხმამაღალი სათაურით ისაუბრო. მედიასაშუალებების სარედაქციო პოლიტიკა თურმე თანხვედრაში ყოფილა მმართველი პარტიის ნარატივებთან, ეს კიდევ ცალკე ამბავია.

რაც შეეხება ჩვენს მედიაორგანიზაციას, ჯერ ერთი, არცერთი პოლიტიკური პარტიის ნარატივებთან არ არის თანხვედრაში. მეორე, საინფორმაციო მომსახურების შეთავაზება ჩვენს მედიაორგანიზაციას აქვს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან. ეს თანხა იმდენად მიზერულია ჩვენი მედიაორგანიზაციისთვის, რომ უბრალოდ მეცინება, რაზეა საერთოდ საუბარი. წარმოუდგენელია, თან ISFED-ი რომ აკეთებს ამ ე.წ. კვლევას, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ პარტიული ნარატივების თანხვედრა მუშაობაში, მე მგონია, რომ თავიანთ ორგანიზაციაში რომ მოიკითხონ, ნამდვილად არ იქნება ურიგო,” – აღნიშნა ეკა ვეფხვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები