“ახლა განათლების რეფორმასაც “რუსულ რეფორმას” უწოდებენ, როდესაც მთავარი ამოცანაა, რომ სულ რაღაც 3-4 წელიწადში ჩვენი განათლების სისტემა იყოს ძალიან თანამედროვე” – მაჭავარიანი

“ახლა განათლების რეფორმასაც “რუსულ რეფორმას” უწოდებენ, როდესაც მთავარი ამოცანაა, რომ სულ რაღაც 3-4 წელიწადში ჩვენი განათლების სისტემა იყოს ძალიან თანამედროვე და პასუხობდეს ყველა თანამედროვე გამოწვევას”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ლევან მაჭავარიანი განათლების რეფორმაზე საუბრისას აცხადებს.

როგორც ის ამბობს, მიზანია, საქართველოში სტუდენტებს ჰქონდეთ უმაღლესი განათლების მიღების საშუალება იმ დონეზე, როგორ დონეზეც შეიძლება, მიიღონ ევროპაში.

“მართლმადიდებლურ შობას “რუსული შობა” დაარქვეს მათმა რუპორებმა, ბატონმა ბუღაძემ და ა.შ. რუსული კანონი, რაზეც ისტერია იყო ატეხილი და მას მერე ორი წელი გავიდა. აბსოლუტურად ყველა, ვინც ჯანსაღად აზროვნებს, დარწმუნდა, რომ ესეც ჩვეულებრივად სისულელე იყო და ცდილობდნენ იარლიყის მიკერებით ამ კანონის გარუსულებას. ახლა განათლების რეფორმასაც რუსულ რეფორმას უწოდებენ, როდესაც მთავარი ამოცანაა, რომ სულ რაღაც 3-4 წელიწადში ჩვენი განათლების სისტემა იყოს ძალიან თანამედროვე და პასუხობდეს ყველა თანამედროვე გამოწვევას და საქართველოში სტუდენტებს ჰქონდეთ უმაღლესი განათლების მიღების საშუალება იმ დონეზე, როგორ დონეზეც შეიძლება მიიღონ ევროპაში”, – განმარტავს მაჭავარიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები