მიხეილ სარჯველაძე საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ოლივიე კურტოს შეხვდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა, მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მიხეილ სარჯველაძემ ელჩს წარმატებები უსურვა. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, გააღრმავონ თანამშრომლობა ისეთ პრიორიტეტულ სფეროებში, როგორიცაა: ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება და სოციალური დაცვის რეფორმები.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის მტკიცე და მეგობრული დიპლომატიური ურთიერთობების მნიშვნელობაზე, რაც ხელს შეუწყობს ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას და მომავალში უფრო ღრმა თანამშრომლობის შესაძლებლობებს.