მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მსოფლიოში თითქმის 700 მილიონი ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს

გაერო-მ 1992 წლის 22 დეკემბერს მიღებულ რეზოლუციაში 17 ოქტომბერი სიღარიბის აღმოფხვრის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.

ორგანიზაცია 17 ოქტომბერს სიღარიბის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს და ყურადღებას პანდემიისა და გლობალური ეკონომიკური არასტაბილურობის შედეგად გაღრმავებულ კრიზისზე ამახვილებს.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მთელ მსოფლიოში, თითქმის, 700 მილიონი ადამიანი კლასიფიცირდება, როგორც უკიდურესი სიღარიბის მქონე ადამიანი, რომელიც ერთ სულ მოსახლეზე დღეში 2.15 დოლარზე ნაკლებს ხარჯავს.

ყოველწლიურად, გაერო აწყობს სხვადასხვა ღონისძიებასა და კონფერენციას, რათა გაზარდოს გლობალური ცნობიერება სიღარიბის შესახებ და მობილიზდეს საერთაშორისო ძალისხმევა მასთან საბრძოლველად.

სიღარიბის აღმოფხვრის საერთაშორისო დღის წლევანდელი თემაა სოციალური და ინსტიტუციური არასათანადო მოპყრობის დასრულება, ოჯახების პატივისცემისა და ეფექტური მხარდაჭერის უზრუნველყოფით.

გაერო-ს ანგარიშის თანახმად, 1990 წლიდან 2019 წლამდე გლობალური უკიდურესი სიღარიბე სწრაფად მცირდებოდა.

თუმცა, COVID-19 პანდემიამ და მისმა შემდგომმა კრიზისებმა სიღარიბის ყველაზე მასშტაბური ზრდა გამოიწვია, რაც კი ათწლეულების განმავლობაში დაფიქსირებულა.

2019 წლიდან სიღარიბის აღმოფხვრის მიმართულებით თითქმის არანაირი პროგრესი არ მიღწეულა.

მსოფლიო ბანკის 2024 წლის გლობალური სიღარიბის ანგარიშის შეფასებით, მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 8.5% უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 700 მილიონი ადამიანი არსებობს დღეში 2.15 დოლარზე ნაკლებით ერთ სულ მოსახლეზე.

2030 წლისთვის გაერო-ს მიზანია, უზრუნველყოს, რომ ქვეყნებს, ეფექტური ეროვნული და რეგიონული პოლიტიკის ჩარჩოების შემუშავების გზით, ეკონომიკურ და ბუნებრივ რესურსებზე, ფუნდამენტურ მომსახურებასა და უფლებებზე თანაბარი წვდომა ჰქონდეთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები