“დამხობის ჩაშლა დააბრალეს საწყალ ღობეს, თან მგონი ერთს არა, მერე მეორესაც დააბრალეს” – გურამ მაჭარაშვილი

“დამხობის ჩაშლა დააბრალეს საწყალ ღობეს, თან მგონი ერთს არა, მერე მეორესაც დააბრალეს”, – ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, მმართველმა გუნდა კარგად იცის, სალომე ზურაბიშვილი რას და ვის ემსახურება.

“ამავდროულად, ისიც ვიცით, რომ დილით ემხრობა ძალადობრივ აქციას, მერე ემიჯნება. როცა ხედავს, რომ უკვე ჩაიშალა დამხობის პროცესი და პასუხისმგებლობა დადგება, აუცილებლად გვერდზე გაიწევს ხოლმე. ყველაფერი, ამ დამხობის ჩაშლა დააბრალეს საწყალ ღობეს, თან მგონი ერთს არა, მერე მეორესაც დააბრალეს. ანუ, ეს დიდი ოქტომბრის რევოლუცია დაბრალდა ორ ღობეს.

როდესაც საქართველოს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა, მათი მომხრეებიც კი, არ არიან დამხობის მხარდამჭერები, აი, ეს არის სათავე და მიზეზი ზუსტად იმისა, რატომაც არ შედგა დაანონსებული დიდი ოქტომბრის ორღობის რევოლუცია“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები