ჩეხეთის პრემიერი ანდრეი ბაბიში: ვიქტორ ორბანი შესანიშნავი ლიდერია – ასევე, ჩემი განსაკუთრებული მადლობა პრეზიდენტ ტრამპს, რომლის დიპლომატიური ძალისხმევის გარეშეც ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა შეუძლებელი იქნებოდა
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც უნგრეთის პრემიერი შეაქო და მას დიდებული ლიდერი უწოდა.
ჩეხეთის პრემიერი იზიარებს პრეზიდენტ ტრამპის შეფასებას და ამის შესახებ X-ზე წერს, რომ ვიქტორ ორბანი შესანიშნავი ლიდერია და გასაკვირი არ არის, რომ ის იყო V4 ქვეყნების ერთადერთი წარმომადგენელი, რომელიც ეგვიპტის შარმ-ელ-შეიხში გამართულ სამშვიდობო სამიტს დაესწრო.
„სრულიად ვეთანხმები პრეზიდენტ ტრამპს – ვიქტორ ორბანი შესანიშნავი ლიდერია. გასაკვირი არ არის, რომ ის იყო V4 ქვეყნების ერთადერთი წარმომადგენელი, რომელიც დაესწრო ეგვიპტის შარმ-ელ-შეიხში გამართულ სამშვიდობო სამიტს, სადაც 27 მსოფლიო ლიდერი – მათ შორის, მხოლოდ 7 ევროკავშირიდან – შეიკრიბა ღაზაში ომის საბოლოოდ დასასრულებლად. ასევე, ჩემი განსაკუთრებული მადლობა პრეზიდენტ ტრამპს, რომლის დიპლომატიური ძალისხმევის გარეშეც ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა არ იქნებოდა”,- დაწერა პრემიერმა ბაბიშმა.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა ვიქტორ ორბანის შესახებ შემდეგი რამ თქვა: „ჩვენ აქ გვყავს უნგრეთი. სად არის ვიქტორი? ჩვენ გვიყვარს ვიქტორი. თქვენ ფანტასტიკური ხართ. ვიცი, რომ ბევრი ადამიანი არ დამეთანხმება, მაგრამ მე ვარ ერთადერთი, ვისი აზრიც მნიშვნელოვანია“.