საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გამოფენა „ჩვენ, ყველანი, ბავშვობიდან მოვდივართ“ გაიხსნა
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გამოფენა „ჩვენ, ყველანი, ბავშვობიდან მოვდივართ“ გაიხსნა.
ეროვნული არქივის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნულ მუზეუმის ინფორმაციით, ექსპოზიციაზე წარმოდგენილია XVIII-XX საუკუნეებში მცხოვრები ქართველი, აზერბაიჯანელი, სომეხი, დაღესტნელი, ყუბაჩელი და თურქმენი ბავშვების აკვნები, სამოსი, სათამაშოები, ამულეტები, მუსიკალური საკრავები, შრომის იარაღები და ა.შ., ასევე, ორი საუკუნის წინ ბავშვების მიერ დამზადებული სამკაულები, ტანსაცმლის აქსესუარები და სხვა ნივთები, რომლებიც იმ ეპოქის კულტურულ თავისებურებას ასახავს.
გამოფენაზე წარმოდგენილი უნიკალური მასალა დამთვალიერებლებს იმ ეპოქის ბავშვების ცხოვრების შესახებ მრავალფეროვან ინფორმაციას აწვდის.
გამოფენის ფარგლებში, მოსწავლეებისთვის შემუშავებულია საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც, ექსპოზიციის გაცნობის გარდა, სპეციალურად მოწყობილ საგანმანათლებლო სივრცეში ხელგარჯილობის საათის ჩატარებას ითვალისწინებს.