„შუქრია“ – აზერბაიჯანის ეროვნული დრამატული თეატრის გასტროლი რუსთაველის ეროვნულ თეატრში

14 ოქტომბერს, 19:00 საათზე, რუსთაველის ეროვნულ თეატრში აზერბაიჯანის სახელმწიფო აკადემიური ეროვნული დრამატული თეატრის გასტროლი გაიმართება.
რუსთაველის თეატრის ინფორმაციით, წარმოდგენილი იქნება ჯავიდ ზეინალის „შუქრია“ – დრამა ორ მოქმედებად.
დამდგმელი რეჟისორი –  აზერბაიჯანისა და კალმიკიის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე  – ბაჰმან ოსმანოვი;
გასტროლის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის სამინისტრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები