აშშ-ის ლიდერი: ერდოღანს შეუძლია, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაში გადამწყვეტი როლი ითამაშოს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაში.
ტრამპმა ჟურნალისტებთან განმარტა, რომ ერდოღანს „შესაძლებლობა აქვს“ წვლილი შეიტანოს მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებაში.
მან ასევე აღნიშნა, რომ პატივს სცემს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და ასახელებს ერდოღანს, როგორც ლიდერს, რომელიც პუტინთან კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს.
შეგახსენებთ, მალე დონალდ ტრამპი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს ვაშინგტონში შეხვდებიან, სადაც მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებლობას რუსეთთან და უკრაინისთვის ამერიკული „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტების მიწოდების საკითხს განიხილავენ.