უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ტიმოფეი მილოვანოვი: მოემზადეთ ახალი უკრაინისთვის, ქვეყანას 10 მილიონი მიგრანტი სჭირდება
“ომის დასრულების შემდეგ, უკრაინაში დაახლოებით 10 მილიონი შრომითი მიგრანტი უნდა შემოვიყვანოთ“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის მრჩეველი ტიმოფეი მილოვანოვი აცხადებს. მისივე თქმით, ეს საჭიროა, რადგან ქვეყნის ეკონომიკაში დადებითი ცვლილებები განხორციელდეს.
მისი თქმით, მიგრანტები, პირველ რიგში, სამუშაო პროფესიებით უნდა მიიზიდონ.
“შეხედეთ, რამდენი პენსიონერი გვყავს, დაითვალეთ თანაფარდობა მომუშავეებსა და პენსიაზე გასულებს შორის. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა მილოვანოვმა.