მექსიკაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
მექსიკაში, გასული კვირიდან დღემდე სტიქია მძვინვარებს. ქვეყნის ხუთ შტატში ძლიერი წვიმებისა და წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 64 ადამიანი დაიღუპა.
ეროვნული სამოქალაქო დაცვის კოორდინაციის (CNPC) ხელმძღვანელმა, ლაურა ველასკეს ალზუამ განაცხადა, რომ კიდევ 65 ადამიანი დაკარგულად ითვლება.
ხელისუფლების ცნობით, ხუთ დაზარალებულ შტატში დახმარების შესათავაზებლად ათასობით სამხედრო მოსამსახურეა განლაგებული და გუბერნატორებიც დახმარების კოორდინაციაზე ერთად მუშაობენ.